საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელაის დაკავების სპეცოპერაცია წარმატებიტ ჩატარდა, რაც შს მინისტრის პროფესიონალიზმზე მიანიშნებს. ამის შესახებ ირაკლი ზარქუა პარლამენტში განაცხადა, სადაც “მინისტრის საათის” ფარგლებში შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს უსმენენ.
დეპუტატის შეფასებით, სპეცოპერაცია ევროპული სტანდარტებით ჩატარდა.
“ეს იყო ევროპული სტანდარტის საპოლიციო ღონისძიება, სადაც მიუხედავად იქ გამაგრებული გარკვეული ჯგუფებისა, მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ფაქტობრივად, წიწაკის სპრეის დახმარებით და ეს მიუთითებს თქვენს პროფესიონალიზმზე, რომ მეტი საჭიროება არ იყო”, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.
მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.