ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უიშვიათესი მოვლენა ბრიტანეთის სანაპიროებთან – რა დააფიქსირა ფოტოგრაფის კამერამ

უიშვიათესი ოპტიკური ილუზიის ფოტოზე აღბეჭვდა მოახერხა ბრიტანელმა ფოტოგრაფმა დევიდ მორისმა. ფოტოზე მცურავი გემი მოჩანს, რომელიც თითქოს ჰაერშია. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს.

მეტეოროლოგმა დევიდ ბრეინმა ამის შესახებ განაცხადა, რომ “ეს საოცარი მირაჟი სპეციალურმა ატმოსფერულმა მდგომარეობამ განაპირობა, რომელიც სინათლეზე ზემოქმედებს. ცივი ჰაერის მასები უფრო მძიმეა, ვიდრე თბილი. ეს სინათლეს გადატეხავს და ადამიანი, რომელიც მიწიდან გახედავს ზღვას, შესაძლოა მასზე მყოფი საგანი სხვა ადგილას მოეჩვენოს”

მან ასევე დაამატა, რომ “როგორც ჩვეულებრივ ეს მოვლენა არქტიკაში ხშირად ფიქსირდება, თუმცა ბრიტანეთის სანაპიროებთან იშვიათია და ისიც ზამთარში ხდება ხილული.”

შემთხვევა დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან ფალმუტში, კორნუელში დაფიქსირდა.

იტვირთბა....