ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირმა უარი თქვა რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებაზე

ევროკავშირმა გადადო რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება იტალიის თხოვნის საფუძველზე მოხდა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

28 წევრი სახელმწიფო 9 დეკემბერს აპირებდა რუსეთისთვის სანქციები გაეხანგრძლივებინა.

შეგახსენებთ, რუსეთისთვის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებულ სანქციებს, ვადა იანვრის ბოლოს ეწურება. იტალიისა და სამხრეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანის  ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთის მიერ ევროპული პროდუქციის იმპორტის აკრძალვამ.

იტალიისგან მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვს ბალტიის სახელმწიფოებს. ისინი რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას უჭერენ მხარს.

 

იტვირთბა....