გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +17 გრადუსამდე დათბება.
რაც შეეხა დედაქალაქს, ქ. თბილისში 5-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +16, ხოლო 7 მარტს +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. .