ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“- მელიას საპატიმროსთან აქცია მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელია მხარდამჭერ აქციას მართავენ.

აქცია სლოგანით – „თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“ იმართება, რითიც მელიას მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა რესპუბლიკური მოედნიდან რუსთავამდე ავტოკოლონებით მსვლელობა მოაწყვეს.

ოპოზიციის წარმოადგენლები ირწმუნებიან, რომ ნიკა მელია საპატიმროს მალე დატოვებს.

მსვლელობის მონაწილეების თქმით, ნიკა მელია უკანონო პატიმარია და მან საპატიმრო აუცილებლად უნდა დატოვოს.

აქციის დროს პენიტენციურ დაწესებულებასთან გაჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

იტვირთბა....