ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტერორისტული აქტის მცდელობა – დაშავებულია 7 ადამიანი

შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა სამხრეთ შვედეთში, ვეტლანდში. მათ შორის 3 მძიმედაა.

პოლიცია საქმეს მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს, თუმცა ტერორიზმის ფაქტსაც არ გამორიცხავენ. თავდამსხმელი პოლიციის ოფიცერმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინიტრმა შტეფან ლოფვენმა განაცხადა, რომ: “ქვეყანაში საშინელი ძალადობაა და საჭიროა მკაცრი ზომების მიღება”

პოლიციამ რეგიონში პატრულირება გააძლიერა, ხოლო საქმეზე გამოძება დაიწყო.

 

იტვირთბა....