ბორჯომში, მდინარე მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დღეს ქალის ცხედარი, სამაშველო სამსახურებმა მტკვრიდან ამოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოცდაათ წლამდე ქალმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა.
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.