ახალი ამბები მთავარი სამართალი

“საკუთარ მკვლელ შვილს ვერ იმეტებთ ციხისთვის! ჩვენ კი სამუდამოდ ჩავდეთ 19 წლის ანგელოზი მიწაში” – ანი შარაქაშვილი ძმის მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მიმართავს

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი და ანი შაქარაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ძმის მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის წევრებს მიმართა.

“მეტრონომი” ანი შაქარაშვილის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

„ყველა მკვლელის დედამ ჩახედეთ დედაჩემს თვალებში და ჰკითხეთ რას ნიშნავს შვილის მონატრება! საკუთარ მკვლელ შვილს რომ ვერ იმეტებთ ციხისთვის ჩვენ სამუდამოდ ჩავდეთ 19 წლის ანგელოზი მიწაში და ამას ვინმე გაპატიებთ? არასოდეს“, – წერს ანნა შაქარაშვილი.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის აქმეზე თავდაპირველად დააკავეს 17 პირი. მათგან სამი ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 11 იანვარს გათავისუფლდა. საქმეზე პროკურატურამ 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან. რაც შეეხება “ტოიტა ქამრის” ვასილ მახარაძეს, მას ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

პროკურატურამ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია და მას ფიზიკური დაზიანებები გარდაცვალებამდე აქვს მიყენებული.

იტვირთბა....