ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩვენ ეს დანაშაული არ ჩაგვიდენია, როგორც დაანახეს ხალხს” – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პროცესზე სიტყვით წარსდგა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ვახტანგ ჩიქოვანმა, რომელმაც სხვა ბრალდებულებთან ერთად, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა განაცხადა, რომ პროკურატურამ საქმე ვერ გამოიძია და უდანაშაულო ადამიანებს წაუყენა ბრალი.

ჩიქოვანმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას დასძინა, რომ – “ჩვენ ეს დანაშაული არ ჩაგვიდენია, როგორც დაანახეს ხალხს.”

“ჩვენ ეს დანაშაული არ ჩაგვიდენია, როგორც დაანახეს ხალხს…სოც. ქსელებში მიდიოდა საუბრები, გინებები, წყევლები…ოჯახებს გვიწყევლიდნენ, ჩვენ თვითონაც გვწყევლიდნენ. იმიტომ რომ საქმე ვერ გამოიძიეს, ამის გამო ადგნენ, უდანაშაულო ადამიანებს მოკიდეს ხელი, ჩაყარეს ციხეში და ეს აბსურდული ბრალი მოგვიყენეს”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის აქმეზე თავდაპირველად დააკავეს 17 პირი. მათგან სამი ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 11 იანვარს გათავისუფლდა. საქმეზე პროკურატურამ 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან. რაც შეეხება “ტოიტა ქამრის” ვასილ მახარაძეს, მას ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

პროკურატურამ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია და მას ფიზიკური დაზიანებები გარდაცვალებამდე აქვს მიყენებული.

იტვირთბა....