ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბრალდებულების ადვოკატებმა საზოგადოებასაც ვერ დააჯერეს თავისი ტყუილი… დღეს წერტილი დაესმევა მათ ამდაგვარ საუბრებს”- შაქარაშვილის საქმის პროკურორი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.

პროცესზე შესვლამდე ჟურნალისტებტან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ გუშნდელ სასამართლო პორცესზე დაცვის მხარემ სუსტი არგუმენტები წარადგინა და “საზოგადოებასაც ვერ დააჯერა თავისი ტყუილი.”

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე დაცვის მხარე ეცოდებოდა, რადგან არ იცოდნენ რა ელაპარაკათ დასკვნით სიტყვაში.

“ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ დაცვის მხარემ ვერაფერი გააკეთა სასამართლო დარბაზში, საზოგადოებასაც ვერ დააჯერა თავისი ტყუილი და ახლა უკვე მათი კომენტარები იქითკენაა მიმართული, რომ ბრალდებულების ოჯახს მაინც დაანახონ, რომ გარკვეული პოზიციები თითქოს, მათ მიერ სასამართლო პროცესზე გამყარდა, რაც რეალობას არ შეესაბამება. ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, რომ თურმე, სამართლებრივად გაგვანადგურა და ბრალდების მხარე შეეცოდა. სასაცილოა, როცა ასეთ კომენტარებს აკეთებენ ადვოკატები საჯაროდ. პირიქით, ჩვენ უფრო გვეცოდებოდა დაცვის მხარე, როცა ირონიულ მდგომარეობაში იყვნენ და არ იცოდნენ რა ელაპარაკათ დასკვნით სიტყვაში.

დღეს, წერტილი დაესმევა დაცვის მხარის ამდაგვარ საუბრებს, თუნდაც, საჯარო სივრცეში. ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე აცხადებენ ისინი მსგავს რამეს. დღევანდელ სასამართლოზე თვითონ დაცვის მხარე დაადასტურებს იმას, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა. რაც შეეხება ბრალდებულების იმ ნაწილს, რომლებმაც სასამართლოში ჩვენება არ მისცეს და დღეს აპირებენ რომ სათქმელი თქვან, ერთადერთი მოლოდინია, ისინიც ისე იცრუებენ, როგორც ვასილ მახარაძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა იცრუა,”- განაცხადა პროკურორმა.

პროკურორი გამორიცხავს, რომ საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის გარდა, სხვა გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

“რაც შეეხება განაჩენს, ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის გარდა სხვა არაფერს ელოდება, გამორიცხულია, სასამართლომ სხვა განაჩენი დააყენოს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აბსურდია”- აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის აქმეზე თავდაპირველად დააკავეს 17 პირი. მათგან სამი ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 11 იანვარს გათავისუფლდა. საქმეზე პროკურატურამ 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან. რაც შეეხება “ტოიტა ქამრის” ვასილ მახარაძეს, მას ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

პროკურატურამ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია და მას ფიზიკური დაზიანებები გარდაცვალებამდე აქვს მიყენებული.

 

იტვირთბა....