“მესმის, რომ არსებობს ობიექტური და ალბათ, სუბიექტური მიზეზები, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ობიექტური მიზეზები, ფორსმაჟორია მსოფლიოში, მაგრამ უნდა მოხდეს ამის გარჩევა და ზუსტი ანალიზი, სად მოხდა შეცდომის დაშვება. ფაიზერი, მოდერნა თუ მსგავსი კომპანიები მესამე ფაზის კვლევებს უკვე იწყებდნენ გასული წლის ივლისში, ხომ არ იქნებოდა აუცილებელი, ამ პერიოდიდან დაწყებულიყო კომუნიკაცია მათთან. თუმდაც 1 მილიონი 20 დოლარიანი დოზის ყიდვა, რა გახდა ჩვენთვის?” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “დღის კურიერში” განაცხადა.
ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცის შემოტანის პროცესში პრეზიდენტი და პრემიერი უნდა ჩართულიყვნენ. მისივე თქმით, ქვეყანა მხოლოდ COVAX-ის იმედად არ უნდა ყოფილიყო და მოლაპარარაკებები ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა ეწარმოებინა.
ისრაელის მაგალითზეც უნდა ვთქვათ, რომ იქ სახელმწიფოს პირველი პირები იყვნენ ჩართულები და ნამდვილად ვიზიარებ ჯანდაცვის მინისტრის მოსაზრებას, რომ ისრაელის მაგალითის საქართველოზე უნიფიცირება არ გამოგვადგება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, ამაში უნდა ყოფილიყო ჩართული პრეზიდენტი, პრემიერიც. უნდა ყოფილიყო წერილი წერილზე და თუ საჭირო იქნებოდა ვიზიტიც კი, რაც ჩვენ არ გვინახავს. თუ ფარულად განხორციელდა, ბუნებრივია, არ ვიცი.
ჩვენ უნდა გვქონოდა იმედი არამარტო COVAX-ის, პარალელურად, უნდა გვქონოდა მოლაპარაკებები მწარმოებლებთან,” – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.