ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში დასაქმების მსურველი

გერმანიაში სამუშაოდ წასვლის პორტალზე ორ კვირაში საქართველოს 94 281 მოქალაქე დარეგისტრირდა, ამ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ავრცელებს.

აპლიკაციების რეგისტრაცია15 თებერვალს დაიწყო. პორტალის ამოქმედებიდან 24 საათში 35 121 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, 1 კვირაში კი – 86 395.

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.

გერმანიის სოფლის მეურნეობის შრომის ბაზარზე დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • ფიზიკური ჯანმრთელობა;
  • მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

აპლიკაციების რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. როგორც აცხადებენ, ამ პროგრამამ წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა რეგულარული ხასიათი მიიღოს.

იტვირთბა....