“ეს არის არაპროფესიონალიზმის შედეგი. კოვაქსის განაცხადის შეტანის დღე იყო 18 იანვარი, მახსოვს განაცხადის შეტანა მოხდა ბოლო დღეს. თუნდაც ეს ფაქტი, რომ არ შევიტანეთ და მერე აღმოჩნდა ეს დეტალები, პირდაპირ ვიტყვი, ეს არაპროფესიონალიზმის გამოვლენაა. არასრულად იყო ნამდვილად რაღაც გაგზავნილი. ეს მთლიანად ჯანდაცვის სისტემის ბრალია.”
ზაზა წერეთელი – ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი
ამის შესახებ ზაზა წერეთელმა “დღის ამბებში” განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს “კოვაქს პლატფორის” განცხადება გავრცელდა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. როგორც “კოვაქსიდან” “ინტერპრესნიუსს” სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, “ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას. ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.
“კოვაქს პლატფორმის” განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ვაქცინის შემოტანის გადავადება ქვეყნის მზაობას არ უკავშირდება, მიზეზი – ფაიზერის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენებაა.