ახალი ამბები მთავარი სამართალი

შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო

ვროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელს ეწვია და არსებულ ვითარებას გაეცნო.

შარლ მიშელთან ერთად სოფელ ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, შარლ მიშელი თბილისს გუშინ ეწვია. საქართველოში ოფიციალური ვიზიტი მან დღეს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით გვიან ღამით ჩამოვიდა, დღეიდან ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. შარლ მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

გარდა ამისა, შარლ მიშელი თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ოფისს გახსნის, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უმასპინძლებს და მათთან გამართავს შეხვედრას. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

იტვირთბა....