ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დაცვის მხარესაც აღარ ეპარება ეჭვი, რომ ხუთივე ბრალდებულმა მოკლა გიორგი შაქარაშვილი”- პროკურორი განცხადებას ავრცელებს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე საკუთარ პოლიციას წარადგენს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა მკვლელობა და ამაში ეჭვი უკვე დაცვის მხარესაც აღარ ეპარება.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დაცვის მხარეს აქვს “ჰაერში გასროლილი სიტყვები,”  რომლებიც ვერანაირი არგუმენტით საბუთდება.

„ბრალდების მხარემ გასულ სხდომაზე დაასრულა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა და კიდევ ერთხელ, სასამართლოში ხაზი გაუსვა იმას, რომ ხუთივე ბრალდებულის მიერაა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ჩადენილი, ამაში ჩემი აზრით, ეჭვი დაცვის მხარესაც აღარ ეპარება.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომელიც დღეს უნდა მოვისმინოთ, ვფიქრობ, რომ დაცვის მხარეს სათქმელი ბევრი არაფერი აქვს. ჰაერში გასროლილი სიტყვები, რომელიც აქამდე გვესმოდა, არანაირად არ იყო დასაბუთებული, რაც სასამართლო პროცესზე გამოჩნდა.

ბრალდებულების, ნიკოლოზ რევაზიშვილის და ვასილ მახარაძის დაკითხვის შედეგად ის სიცრუე გამოვლინდა, რომელშიც ისინი გამოჭერილი იქნენ სასამართლო პროცესზე და თავადაც ვერ მოუძებნეს ახსნა იმ ტყუილებს, რომელსაც სასამართლო პროცესზე ამბობდნენ. ნიკოლოზ რევაზიშვილის ჩვენებით დადასტურდა ყველა ტყუილი, რაც იქამდე დაცვის მხარის მიერ იყო ნათქვამი. მთელი ამ პროცესების განმავლობაში, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი აპელირებდნენ, რომ თითქოს, „გუგლმეფში“ დამახსოვრებული იყო გადაადგილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია და თურმე, გამოძიებამ ეს ინფორმაცია წაშალა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არცერთ მათგანს მომხდარი ფაქტის დროს ჩართული არ ჰქონდა ინტერნეტი. ნიკა რევაზიშვილს ათქმევინა ყველამ თავისი სათქმელი სასამართლოს წინაშე, თუმცა, მანაც სასამართლოში ბოლომდე ვერ მიიტანა ეს ყველაფერი, ვინაიდან ის თავიდან ბოლომდე ცრუობდა. რაც შეეხება ბრალდებულების საბოლოო სიტყვას, მათ სასამართლოში ჩვენება არ მისცეს, რადგან როგორც რევაზიშვილის შემთხვევაში, აირეოდნენ და სასამართლომდე ელემენტარულ სათქმელს ვერ მიიტანდნენ. მათ ურჩევნიათ, ჩვენება მისცენ იმ პირობებში, როცა კითხვა არ დაისმება და ამ პირობებში უფრო მეტი ტყუილის თქმას შეძლებენ სასამართლოში. თუმცა, ყველა მათი ტყუილი უკვე გამოკვეთილია და არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც დაცვის მხარე ჰყვება”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის აქმეზე თავდაპირველად დააკავეს 17 პირი. მათგან სამი ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 11 იანვარს გათავისუფლდა. საქმეზე პროკურატურამ 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან. რაც შეეხება “ტოიტა ქამრის” ვასილ მახარაძეს, მას ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

პროკურატურამ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია და მას ფიზიკური დაზიანებები გარდაცვალებამდე აქვს მიყენებული.

 

იტვირთბა....