ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მინისტრის თქმით, რუსეთი საქართველოსგან რბილ განცხადებებს არ უნდა ელოდოს

”მე არ მჯერა, რომ თინას ეთქვას რაიმე ასეთი ლენინგრადის ბლოკადის თაობაზე“. – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მას არ ჰგონია, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისგან რბილ განცხადებებს უნდა ელოდოს.

“ეს მოვლენა იყო გმირობის მაგალითი მაშინ, საბჭოთა კავშირის ერების არაერთი წარმომადგენლისა და ის ისეთივე ხელშეუხებელი და ისეთივე საამაყოა, როგორც ძალიან ბევრი ასეთი გმირობა მრავალი ერის ბრძოლისა ფაშიზმის წინააღმდეგ, ამიტომ მე არა მგონია, რომ თინას ასეთი რამ ეთქვას. ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა მრავალი ერი. 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ ბრძოლაში. მათ შორის იყვნენ ჩემი ოჯახის წევრებიც. ეს გმირობის მაგალითები, როგორიც იყო კონკრეტულად ლენინგრადის ბლოკადა, არის საამაყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ ერებს წარმოვადგენთ დღეს უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოების სახით”, – ამბობს კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, კარასინმა გუშინ განცხადება გააკეთა, სადაც ხიდაშელს ანტირუსული რიტორიკის გამო აკრიტიკებდა. რუსი ჩინოვნიკის თქმით, თავდაცვის მინიტრმა ჟენევაში რუსეთის წარმომადგენელს უთხრა, რომ რუსებისთვის სანქციები არაფერია, რადგან ეს ხალხი მიჩვეულია 900 დღე კატებისა და ძაღლების ჭამას.

იტვირთბა....