ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
“არა, ამ უტიფარ დედაკაცს რომ ბოღმისგან უკვე სახეც შეეცვალა და მართლა ჩირქიან მუწუკს და ფურუნკულს დაემსგავსა – ეგ ცალკე და… აი, ეს რა აჩემებაა ვერ გავიგე? უკვე რამდენი წელია ტვინი მო***ნეს ამან და მისმა “კამანდამ” ამ ვითომ “ირონიული” ტერმინებით “თავების დათვლა” და “ზევით აწეული დრონები” – ანუ ამით, ვითომ იმის თქმა უნდათ, რომ რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა მიტინგზე…
მილიონჯერ გაეცი თუნდაც პასუხი, ჰკიდიათ! მაინც თავის აჩემებულს იმეორებენ!
ინგუშ! “ზევით აწეული დრონი” რა მერე? დრონი “აცოტავებს” რაოდებონას თუ რა ხდება? ზევით აწევ თუ ქვევით ჩამოწევ – მერე რა? დრონით გადაღება – “ცუდი ტონია” თუ რა გინდა? საქმეც იმაშია, რომ არაფერიც არ გინდათ, უბრალოდ სკდებით ჩირქისგან, იმიტომ რომ არსებობს ეგეთი ტექნოლოგია, რასაც ჰქვია “დრონი” და თქვენი ვირიშვილობაში გაწაფული ოპერატორები და პროდიუესერები ვერ აყალბებენ სურათს!
სხვათა შორის, როდესაც ძალიან ბევრნი ვიყავით 2012 წელს – პირიქით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სწორედ დრონებით გადაგვეღო თავისუფლების მოედანზე თბილისის დასკვნითი აქცია და მას ორი დრონი იღებდა – “ელიტა ბურჯში” საგანგებოდ დამუშავებული და ზედ მიმაგრებული კამერებით! (ინფო9-ს ვკურირებდი მაშინ და ზუსტად ვიცი რომ არსებობს დრონებით გადაღებული მაგ აქციის კადრები, ოღონდ ჩვენ არ მოგცეს შესანახად, “ელიტა ბურჯმა” წაიღო და არ ვიცი სადაა) მაშინ სპეციალური “გადამღები დრონები” არ იყო შემოსული, უბრალოდ გასართობი დანიშნულება ჰქონდა და კამერები კუსტარულად მივამაგრეთ! ანუ მოწინააღმდეგის დრონი კი არ გვიშლიდა ნერვებს – პირიქით, ჩვენ თავად გვინდოდა დრონით გადაგვეღო ჩვენი წარმატება და გადავიღეთ!
აი, შენ და შენნაირ ფურუნკულებს კი ნერვებს გიშლით დრონი, რადგან ის თქვენს ჩა**ას აფიქსირებს და სურათის გაყალბების საშუალებას არ გაძლევთ! ამიტომაც გაქვთ ასე უაზროდ და უსუსურად აჩემებული ეს დებილი ფრაზა – “ზევით აწეული დრონები” – და იმეორებთ ისე, რომ ვერც ამბობთ ამით რეალურად რისი თქმა გსურთ…
რაც შეეხება “თავების დათვლას” ამაზეც არაერთხელ გაგეცი პასუხი პირადად მეც და ასევე სხვცებმაც – “დემოკრატია” არის “უმრავლესობის” მიერ სახელმწიფოს მართვა! ხოლო სიტყვა “უმრავლესობა” თავისთავად მოიცავს, გულისხმობს “რაოდენობას”. შესაბამისად, “თავებს” დაითვლის ვინმე თუ “ფეხებს” სწორედაც იმას აქვს დაგამწყვეტი მნიშვნელობა რამდენი ადამიანი, ანუ საზოგადოების რამხელა ნაწილი ითხოვს რამეს სახელმწიფოსგან… ნუ შენ რომ ამდენი არ გესმის ეს არც მიკვირს. უკვე მეორე თუ მესამე წელია იმეორებ ამ უაზრო დებილიზმს და გიხარია… ნუ პრინციპში, იმეორე, სწორედაც შეგეფერება ეს შენ…
აკი, ახასიათებთ ხოლმე დებილებს საკუთარ სიდებილეზე სიცილ-კისკისი…” – წერს ბაკურ სვანიძე.