ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც იგი საპატრიარქოში აუდიტის შესვლის აუცილებლობაზე საუბრობდა, აუდიტის სამსახური გამოეხმაურა. როგორც უწყებაში განმარტეს, მათ კანონის მიხედვით ამის უფლება არ აქვთ.
“სახელმწიფო აუდიტის კანონის მე-17-ე მუხლის მეორე პუნქტის “დ” ქვე პუნქტის თანახმად, აუდიტის შემოწმება არ ვრცელდება კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. ანუ ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. აქ იგულისხმება საპატრიარქოც. კანონის მიხედვით აუდიტის სამსახურს არ აქვს საპატრიარქოს შემოწმების უფლება”, – განგვიცხადეს აუდიტის სამსახურში.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რომ საპატრიარქოში აუდიტის სამსახური უნდა შედიოდეს და ბოლო კაპიკამდე ითვლიდეს ბიუჯეტიდან გადახდილ თანხას.