ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნიკა მელია ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი” – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოიზიციას რეალურად საქართველოში დასაყრდენი არ აქვს.

ამასთან, მეუფე იაკობი “ნაცმოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თუ მელიას დაჭერა ხელისუფლება ნამდვილად სურდა მას უფრო ადრეც გააკეთებდა, რადგან როგორც 20 ივნისის მოვლენებიდან, ისევე სამაჯურის მოხსნიდან დიდი დროა გასული.

როგორც მეუფემ ხირსის მონასტერში ჟურნალისტებს განუცხადა, 20 ივნისს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ახალ გაზრდების აქციაზე, რომ არ გამოჩენილიყო ოპოზიციის გარკვეულ ძალებზე ხალხი ასე არ განაწყენდებოდა. მისივე თქმით, საქართველოში მოვლებეი სხვანაირად განვითარდებოდა.

„დაიჭირეს მელია, თუ დაჭერა უნდოდათ ძალიან ბევრჯერ შეეძლოთ დაჭერა, დიდი ხანი გავიდა 20 ივნისის მერეც, სამაჯური რომ მოისროლა იმის მერეც, ოპოზიცია იმაზე მიდიოდა, რაც მეტ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება მთავარია უცხოეთში დასაყრდენი ეპოვნათ. სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში დასაყრდერნი გაერთიანებულ ოპოზიციასაც არ აქვს.

ოპოზიციის გარკვეულ ძალებზე ხალხი ისე არის განწყობილი 20 ივნისსაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომ არ მისულიყო ახალგაზრდების აქციაზე, მე ვფიქრობ, საქართველოში სხვანაირად განვითარდებოდა სიტუაციები.

მელიას დაჭერა გამოიყენა ოპოზიციამაც , ჩემი მხრიდან პროკურატურას არ უნდა შეეტანა, პარლამენტარებსაც არ უნდა გაეკეთებინათ, არც 88 კაცს არ უნდა მიეცა ყველას ხმა, ალბათ სხვადასხვა აზრი სინდოშია ხოლმე რათაც საკითხებზე განსხვავებული აზრები, პარტიაში ყველას ერთი აზრი როგორნ უნდა ჰქონდეს, ხო?! მერე სასამართლო იყო. გარედან როცა უყურებ პროცესებს ცოტა ცუდად ჩანს .

ვთქვათ, მოხდება მერე ისე, ვერ დამიჭერთ, ვერ დამიჭერთო სხვებიც გამოდიოდნენ და არ გაგატანთო, მოხდა ისე მივიდნენ. კარგად ვნახე ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი იქიდან გარბოდა შეატოვეს მელია, დაიჭირეს. ამერიკიდან და ევროპიდან სრულიად სამარტლიანი საყვედურები, მძიმე გაცხადებები წამოვიდა.

ეს რამდენი ხანი გაგრძელდება, ცოტა ხანში ოპოზიციაც გაახსენდებათ, პროკურატურმა ეხლა თქვა თუ გადაიხდისო გირაოს გავუშვებთო, ამას ხო მსოფლიო უიყურებს, თუ არ გადაიხდის მსოფლიო ხო უყურებს, არ შეხედავენ ლიდრაად . ასე რომ, ნიკას დაჭერით, თუ მანამდე აგორდა, როგორც სიტუაციამ გვაჩვენა ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის და ვერც ნელსონ მანდელა, მითუმეტეს, ვერც სერვანტესი.

როგორც ყოველთვის, ახლაც არც ერთი ლიდერი არ დაზიანდა ნიკა მელიას დაკვების დროს , ისევე როგორც 20 ივნისს.

უცხოეთი ცოტა ხანში მოკითხავს ამათ (ოპოზიციას), თუ არ გადაიხდის მელია უცხოეთისთვის აღარ იქნება გონიერი პოლიტიკოსი, ვიცი ამერიკა და ევროპა როგორ უყურებს, თუ გამოვიდა ნიკა მელიას ის ლიდერები დაასამარებენ.” – განაცხადა მეუფე იაკობმა.

იტვირთბა....