ავღანეთში დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. დაჭრილია 35 მოქალაქე. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
შემთხვევა კანდაჰარის, ავღანეთში სიდიდით მეორე ქალაქის აეროპორტში მოხდა.
შეიარაღებულმა 8 პირმა ცეცხლი მოქალაქეებს გაუხსნა. ფაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა აიღო.