პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური ძალების ანგარიშებზე გადარიცხულ 12 შემოწირულებასთან დაკავშირებით, რომლის ჯამური რაოდენობა 200 ათას ლარს შეადგენს, “დამატებითი მონაცემების მოძიების აუცილებლობა გამოიკვეთა”.
პოლიტიკურმა პარტიებმა მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამში 1 409 319 ლარის შემოწირულება მიიღეს. აქედან ყველაზე მეტი შემოწირულება – 536 355 ლარი პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოზე” მოდის. მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულებიდან 526 000 ლარი ფულადი, 10 095 ლარი კი არაფულადი შემოწირულებაა.