ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარტნიორებს შორის ვერ ვიხსენებ სხვა ისეთ სახელმწიფოს, სადაც ოლიგარქი ასე პირდაპირ არის ჩართული მთავრობის მართვაში”- ლუის ნავარო

საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიული პროგრამის წარმომადგენელი და NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლუის ნავარო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ლუის ნავარო”მთავართან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ვერ იხსენებს ისეთ სახელმწიფოს და სიტუაციას, როდესაც ოლიგარქი ასე პირდაპირ არის ჩართული მთავრობის მართვაში.

ნავარო, ისევე როგორც სხვა დასავლელი პარტნიორები სანქციების აუცილებლობაზე საუბრობს:

“საქართველოში ახლა უნიკალური სიტუაციაა. ევროკავშირის და ნატოს ასპირანტ ქვეყნებს შორის ვერ ვიხსენებ სხვა ისეთ სახელმწიფოს და სიტუაციას, როდესაც ოლიგარქი ასე პირდაპირ არის ჩართული მთავრობის მართვაში. ამიტომ ცხადია, რომ არ არსებობს გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. “ქართული ოცნება” არის ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი არის ქართული ოცნება, ვფიქრობ სანქციები უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთერთი გზა, თუმცა რა ნაბიჯიც არ უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი უნდ იყოს პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”, – ამბობს ლუის ნავარო

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იტვირთბა....