ყოფილი სახალხო დამცველი უცა ნანუაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება და მომხდარს გმობს.
როგორც ნანუაშვილი წერს, ვინც მომხდარ ძალადობას არ გმობს, ის ფაქტზე დაკავებული დამი პირის გვერდით იმსახურებენ ყოფნას.
“Vakho Sanaia -ზე ძალადობას ვინც არ გმობთ, ან გმობთ, თუმცა შემდეგ ‘მაგრამ’ ან სხვა რამეს წერთ, არაადამიანები ხართ და იმ სამის გვერდით იმსახურებთ ადგილს!
პ.ს. ‘მაგრამ’-ის შემდეგ სიცრუეა!”- წერს უჩა ნანუაშვილი.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს “ფორმულას” ტელეწამყვანს ვახო სანაიას თავს დაესხნენ. პოლიციამ ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. დღეს კი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავდასხმის ფაქტზე სამ დაკავებულ პირს ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.