“ფორმულას” ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე თავდასხმის დეტალებს ყვება. მისივე თქმით, დაზიანებები აქვს მიყენებული თავის არეში. როგორც ჟურნალისტი ჰყვება, თავდასხმა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
“შემიძლია გითხრათ ის, რომ მაქვს დაზიანება როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. წუხელ დაახლოებით პირველის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი და ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან, ბავშვი იყო სამკურნალოდ წაყვანილი და აეროპორტში დავხვდით მე და ჩემი რძალი, შემდეგ აეროპორტიდან წამოვედით ვაკეში, წყნეთის ქუჩაზე, იქ დავტოვეთ ერთი ადამიანი და უკან უნდა ამოვბრუნებულიყავით, რათა შინ მივსულიყავით, ამ დროს ჩვენი ვერ ამოვიდა, იყო მოყინული და გამოვიძახეთ სამაშველო სასმახური, ამასობაში საიდანღაც იქვე უბანში სამი ადამიანი გამოჩნდა იმ უბნელები, სავარაუდოდ, ერთერთი ეცნო ჩემს მეუღლეს, მისი ყოფილი მეზობელი იყო. ყველანაირად ცდილობდა ერთერთი, რომ გამოვეწვიე, პროვოცირებდა, გამომყვა იმ დროს, როცა მანქანას ვაწვებოდით, ვეხმარებოდით მაშველებს. მიწვევდა, ვუთხარი, რომ დამანებე თავი, ჩემს საქმეს ვაკეთებ, რომ მანქანა ავიყვანო ჩემს ოჯახთან, სამივე ნასვამი იყო, ჩამოიხსნა შარფივით რაღაც ნაჭერი, ქუდი გადაიხადა და მითხრა, კარგადა დაიმახსოვრე ჩემი სახეო და დაიწყო მუქარა. ვუთხარი, რომ საერთოდ ვერ გხედავ, ვაწვები მანქანას და თავი დამენებე მეთქი.
ოდნავ მოშორებით გადაინაცვლა და იქედან დაიწყო გინება, შემდეგ შემოუარა ამ მანქანას უკნიდან, ზურგით ვიდექი და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით და მუშტებმოღებელი უნდა დამსხმოდა თავს და ინსტიქტურად გავიწიე უკან და ეს ადამიანი წაიქცა, მაგრამ მოყინული იყო და მეც წავიქეცი და წაქცეული როცა ვიყავი, ის დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება. თავზე მაქვს დაზიანება, ხელებზეც, ფეხზეც. ამ დროს ჩემი მეუღლე და ჩემი რძალი გადმოვიდნენ მანქანიდან, რძალსაც აქვს დაზიანებები, მასაც დაარტყეს. პირდაპირ აგრესია ჰქონდაც ჩემს მიმართ, როგორც მედიის წარმომადგნელის მიმართ, ტელევიზიების მიმართ გინება, ჩვენ მიმართ, მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, ტვ პირველის მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ, ერთ-ერთში, ოღონდ უკვე ფიზიკური სახით გამდოვიდა ჩვენზე, ჩვენს ოჯახზე.
ბავშვი ეჭირა ძიძას მანქანაში, წლის და ორი თვის არის, ისტერიკულად ტიროდა, შეეშინდა და მაინც არ ჩერდებოდნენ. მაშველები მოვიდნენ, ჩაერივნენ, შუაში ჩადგნენ და მთხოვეს, რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი, ჩამსვეს მანქანაში… დაინახეს, რომ ბავშვი იყო, ტიროდა, ქალები იყვნენ და ისევ მაინც იწევდნენ მანქანისკენ, ზედ გადაუარეს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს. რძალმა დარეკა საპატრულო პოლიციაში, მოვიდნენ და იქვე დააკავეს ესენი და ჩვენ გადაგვყვანეს გამოკითხვაზე”, – ყვება სანაია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდამსხმის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.