aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი განაგებს სიტუაციას, რომელიც სუფევს ნათელაშვილის ფანჩატურში” – გია ვოლსკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის პირველის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სააკაშვილმა რუსულ ტელეკომპანიასთან „დოჟდისთან” გააკეთა.

ვოლსკმა მედიასთან საუბრისას დასძინა,  მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ სხვებმა “ხელი გაანძრიონ” იმისთის, რომ ის საქართველოში ჩამივიდეს.

“ცოტა რთულია იმ ქონების და საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც თვითონ ამბობს: “ხელი გაანძირეთ და ჩამოვალო” – ეს არის მთავარი ფორმულა, რომელსაც სთავაზობს. მე არ მინდა სარკასტული განცხადება გავაკეთო, მაგრამ ერთი უნდა ვთქვა, სამწუხაროა, რომ დღეს სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსულ  ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მას კონკრეტულ რიცხვზე არ უსაუბრია და ამის პირობა არ დაუდია.

იტვირთბა....