ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თამუნა, შენი წითელი მანქანით, რატომ არ ხარო” – როგორ იცნო ჟურნალისტის მეუღლემ ერთ-ერთი თავდამსხმელი

“ფორმულას” ტელეწამყვანის, ვახო სანაიას მეუღლე, თაუმნა ყურაშვილი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, როდესაც თავდამსხმელებმა ვახო სანაია იცნეს, აგრესია სწორედ ამას მოჰყვა. ამის შესახებ ყურაშვილმა “TVპირველის“ ეთერში განაცხადა.

„გადავწყვიტეთ, რომ სამაშველო ბრიგადისთვის 112-ში დაგვერეკა, მძღოლმა დარეკა 112-ში და ძალიან მალე მოვიდა სამაშველო ბრიგადა. მათაც რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, რომ ესე უკან მოწოლით რამენაირად ამოეყვანათ მანქანა პირველ აღმართზე.

რა თქმა უნდა ვახოც ეხმარებოდა მათ. ამ დროს შემოგარენში შევნიშნეთ სამი ადამიანი, შემდეგ მოგვიახლოვდნენ. მეც ჩამოვედი მანქანიდან, მეცნო ერთი ბიჭი და მითხრა თამუნა შენი წითელი მანქანით, რატომ არ ხარ. თავიდან პირბადეში და ქუდში ვერ მივხვდი ვინ იყო, შემდეგ ვიცანი, რომ ჩემი მეზობელი იყო.

რომ გადაწყდა, რომ მოწოლით ეს ამბავი არ მოგვარდებოდა, გადავწყვიტეთ მანქანის მობრუნება, პირველი აღმართი ამოვიარეთ ჩვეულებრივად…“, – ამბობს თამუნა ყურაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდამსხმის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

იტვირთბა....