aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,ვაქცინასთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს” – თამარ გაბუნიას განმარტება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნია განცხადებით, ვაქცინასთან დაკავშირებით ძალიან აქტიური მუშაობა მიდის.

როგორც გაბუნია განმარტავს, კოვაქსპლატფორმის მეშვეობით ყოველდღიური პროგრესი გვაქვს.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ უკვე მალე გვექნება პასუხი, თუ როდის შევძლებთ ზუსტად მივიღოთ „ფაიზერის“ შეპირებული 29 000 დოზა ვაქცინა. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, პროგრესი არის სწრაფი, ველოდებით დოზებისა და ვადების დაზუსტებას, ეს უნდა მოხდეს არაუმეტეს მარტისა.

„ფაიზერის“ შემთხვევაში მოთხოვნები ითვალისწინებს დეტალური ინსტრუქციას, თუ როგორ მოხდეს ვაქცინის მიღება აეროპორტშივე და შემდეგ გადანაცვლება. „ფაიზერმა“ მოითხოვა დაზუსტებები, სწორედ ეს კომუნიკაცია მიმდინარეობს ამ ეტაპზე, ვფიქრობთ ეს არის ხარისხის დაცვა „ფაიზერის“ მიმართ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იტვირთბა....