aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პროკურატურამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა, ბრალდებულის პატიმრობა” – მდინარაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი არ ყოფილა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ბრალდებულის პატიმრობა, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც გამომდინარეობდა კანონიდან,” – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის განმარტებით, პროკურატურის მიზანი იყო კანონის ჩარჩოებში მოქცევა კონკრეტული ბრალდებულისა და მისი ქცევის და არა მისი პატიმრობა.

„სხვა გზა ვერ ექნებოდა პროკურატურას გარდა იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიებების მსუბუქი პირობების დარღვევის შემთხვევაში მოეთხოვა სასამართლოსგან უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. პროკურატურის მიზანი იყო კანონის ჩარჩოებში მოქცევა კონკრეტული ბრალდებულისა და მისი ქცევის და არა მისი პატიმრობა. ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა დღეს საქართველოს პროკურატურამ და მან თქვა რომ, თუ დაცვის მხარე, ბრალდებული, გამოთქვამს მზადყოფნას და შეასრულებს გირაოს პირობებს, ის მზად არის შეუცვალოს მძიმე აღკვეთის ღონისძიება მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. თანმიმდევრულია თავის მოქმედებებში, იმიტომ რომ არც ერთ ეტაპზე მას იმ პირობებში თუ ნიკა მელია დაიცავდა გირაოს პირობებს და შეასრულებდა მას, მას პატიმრობა არ მოუთხოვია, მოითხოვა მხოლოდ მას იმ შემთხვევაში, როდესაც მელია გავიდა კანონის ჩარჩოებიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....