ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მელიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება”- “ნაციონალური მოძრაობა” პროკურატურის შეთავაზებას პასუხობს

გენერალური პროკურატურის წინადადებას, რომ თუ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია დაკისრებულ გირაოს გადაიხდის, ის საქალაქო სასამართლოს პატიმრობის გაუქმების შუადგომლობით მიმართავს, მთავარ ოპოზიციურ ოფისში უკვე გამოეხმაურნენ.

ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე პროკურატურის განცხადებას შეშინებულსა და აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ნიკა მელია ხელისუფლების უსამართლობაში არ ჩაებმება.

“კიდევ ერთი აბსურდული და მინდა ხაზი გავუსვა, შეშინებული განცხადება, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში პროკურატურა, როგორც ინსტიტუი არ არსებობს.

გირაოს გადახდა იყო უსამართლო და ეს ეწინააღმდეგებოდა იმ იდეას და იმ ბრძოლას, რომელშიც არის ნიკა და საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელსაც სურს ქვეყანა იყოს თავისუფალი. რა თქმა უნდა, პროკურატურის ეს შეშინებული განცხადება ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ მან მიაღწიონ მიზანს, მელიამ გადაიხადოს გირაო და ამ უსამართლობაში თანამონაწილეობით მიიღოს თავისუფლება.

მინდა ყველა შევახსენო, მელიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, მელია იბრძვის თავისუფლებისთვის და პოლიტიკური პროკურატურის გამო იმაზე უფრო თავისფალია, ვიდრე რომელიმე გავრილოვუს მსახური.

ნიკა მელიას იდეა რჩება იგივე და პროკურატურის ეს განცხადება არის მხოლოდამხოლოდ უსუსური, შეშინებული, თავის მართლების მცდელობა,”- განაცხადა ხატია დეკანოიძე.

როგორც პარტიის წევრმა განაცხადა, პროკურატურის განცხადებამ არაფერი შეცვალა და მელია ბიძინა ივანიშვილის მონა არ გახდება.

ცნობისთვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარის საქმეზე პროკურორმა საგანგებო ბრფინგი გამართა, სადაც განაცხადა რომ თუ პარტიის ლიდერი დაკისრებულ გირაოს გადაიხდის, სასამართლოს გათავისუფლების შუადგომლობით მიმართავს.

იტვირთბა....