პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე პროკურორმა საგანგებო ბრფინგი გამართა, სადაც განაცხადა რომ თუ პარტიის ლიდერი დაკისრებულ გირაოს გადაიხდის, სასამართლოს გათავისუფლების შუადგომლობით მიმართავს.
როგორც პროკურორმა განაცხადა, ნიკა მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არაა.
“შესაბაისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2002 წლის 3 ნოემბრის განჩიების შესრულებით, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართოს შუამდგომობით პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე”- განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარეს ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.