ვახო სანაიაზე თავდასხმას პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ეს აშკარაა- აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა, “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” ჟურნალისტ ვახო სანაიაზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას.
უგულავას თქმით, ამ ყველაფერს დაუსჯელობის სინდრომი იწვევს, რომელიც ბოლო წლებშია დამკვიდრებული ქვეყანაში.
“სრულიად ცალსახაა, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმას აქვს პირდაპირ პოლიტიკური დატვირთვა. ეს იყო ორგანიზებული თუ სპონტანური ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე არ მჯერა გამოძიების, რომ ამას დაადგენენ, მით უმეტეს, თუ დავალებით მოქმედებდა ის ხალხი. კლიმატი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, სიძულვილის ენა, რომლის დანერგვაც ხდება, დემონიზება განსხვავებული აზრის, დემონიზება თავისუფალი მედიის, მტრებად გამოცხადება ყველასი ვინც ქოცურ ვიწრო ნარატივში არ ზის და დაუსჯელობის სინდრომი.
ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ივანიშვილმა 23 თებერვალს, როდესაც დაარბია ენმ-ს ოფისი, დააპატიმრა ნიკა მელია, პრაქტიკულად, გააფორმა ის, რასაც ბოლო 9 წლის განმავლობაში აკეთებს. მილიონზე მეტი ადამიანი გამოაცხადა მეორე ხარისხოვნად და ის რაც დღეს ვახოს თავს მოხდა სწორედ ამის შედეგია. რომ ვახო სანაიას, ნათია გოგსაძეს, ნუგაზრ წიკლაურს, გიგი უგულავას და მილიონობით ადამიანს, ვისაც არ უნდა “ქოციანობა” ამ ქვეყანაში, ვისაც არ უნდა შინაარსობრივად და ფორმით რუსული სახელმწიფო საქართველოში, შეიძლება ასე მოექცე და შენ იქნები დაუსჯელი, მეტიც წახალისებულია ასეთი თავდასხმები”, – ამბობს გიგი უგულავა.
შეგახენებთ, რომ წუხელ ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ, დაკავებულია სამი პირი.