პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “ფორმულას” ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და გმობს ძალადობის ფაქტს.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ძალადობაზე რეაგირება მკაფიო და ეფექტური უნდა იყოს.
„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
“ფორმულას” ტელეწამყვანს ვახო სანაიას თავს დაესხნენ. პოლიციამ ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.