ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნისა და ენმ-ის ლიდერის ნკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელს ავლებს და აცხადებს, რომ ორივე საკითხისადმი სახელისუფლებო მიდგომა თითქმის ერთნაირია.
გია ხუხაშვილი სოვიალურ ქსელში რუსეთისა და საქართველოს ხელისულფლებას შორის არსებულ განსხვავებებზეც წერს.
“საკმარისია ერთხელ მაინც უყუროთ რუსულ თოქ-შოუს «НТВ», «Первый канал», «Россия», რომელიც ნავალნის ეძღვნება, რომ მიხვდეთ – სახელისუფლებო სპიკერები, ექსპერტები და შესაბამისად მათი ტელევიზიები უყურებენ, აკონსპექტებენ და ზუსტად იგივე არგუმენტაციით საუბრობენ მელიაზე.
განსხვავება ორ რამეშია:
1. იქ, როდესაც “კანონის უზენაესობაზე” საუბრობენ და დასავლეთს ადანაშაულებენ ორმაგ სტანდარტში, ერთი-ორი ოპონენტი ყავთ, რომელიც არ ეთანხმება. აქ სრულიად სტერილურები არიან.
2. რუსეთი არც მალავს, რომ დემოკრატიის ევროპული სტანდარტი მისთვის მიუღებელია და ე.წ. “სუვერენულ დემოკრატიაზე” საუბრობს.
ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში.
ასე კი არ ხდება. პრინციპი არის მარტივი – ან ყველაფერი, ან არაფერი.
ჩამოყალიბდით მეგობრებო – ან თავიც ევროპაში შეყავით, ან ერთი ადგილი რუსულ ყინულზე მოისრიალეთ…”- წერს გია ხუხაშვილი.