aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით”- ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მიღწეულია პროგრესი და ახლა საჭიროა მოსახლეობის დახმარება, ამ შედეგის შესანარჩუნბელად და გასაძლიერებლად.

“მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება და მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ასევე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს, ვინაიდან მთავრობას სჭირდება დახმარება და მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდანაც იმისთვის, რომ ეს მიღწეული პროგრესი, რომელსაც ძალიან ეფექტიანად მართავს ჯანდაცვის მინისტრი, შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და არ მივიღოთ გაუარესებული სიტუაცია. ამიტომ, ამ საკითხს სჭირდება კოორდინაცია და ერთობლივი ძალისხმევა.

რა თქმა უნდა, მუდმივად ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და შემსუბუქების თუ შეზღუდვების მიმართულებით შემდეგ ნაბიჯებს ვითარების ანალიზის საფუძველზე გადავდგამთ“,-აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.ნახეთ შეზღუდვების ჩამონათვალი, რომლებიც ხვალიდან მოიხსნება.

იტვირთბა....