ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 470 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 470 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 269 800 შემთხვევა, მათ შორის 263 727 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 475-ია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 22 501 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 13 718, პისიარტესტი – 8 783.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,61 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,28 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,25 პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 302 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 553, კლინიკურ სასტუმროში რჩება 180 პირი.

იტვირთბა....