ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქალს გამოკიდებული ნიკა და ინგლისში დატოვებული სპარსული “ლავსთორი” – რას იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკა მელია

გამოცემა “პრემიერი”  რუბრიკაში “პირისპირ” “ნაცმოძრაობის” თვაჯდომარის, ნიკა მელიას ინტერვიუს აქვეყნებს.

აღნიშნული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნიკა მელიას ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალების შესახებ ხდება ცნობილი.

“მეტრონომი” გთავაზობთ ინტერვიუს მცირე ამონარიდს.

2003 წელს ჩასული ინგლისიდან 2006 წელს წამოვიდა, არადა ჰქონდა იქ სამსახურის დაწყების შანსი, მაგრამ… ქალს გამოეკიდა, აი, ეგრე… მოხვდა გელა ჩარკვიანის გამართულ მიღებაზე, ნახა იქ ქართველი გოგო, აღფრთოვანდა და წამოჰყვა საქართველოში…

“დღევანდელი გადასახედიდან _ ეს იყო მორიგი, რიგითი გატაცება, მაგრამ მაშინ ასე არ ვფიქრობდი, გამოვყევი საქართველოში, მაგრამ აქ დავრჩი იმედგაცრუებული, განვიხიბლე, თან ძალიან მალე”.

ამ რიგით გატაცებამდე კი იყო დიდი, სამწლიანი რომანი, რომელიც ინგლისში დარჩა _ ნიკას ლონდონში გაზრდილი ირანელი გოგო, გაზელი უყვარდა. ოჯახი არ იყო მათი ქორწინების წინააღმდეგი, გოგონა მზად იყო, ქრისტიანობა მიეღო, მაგრამ… ქორწინებამდე საქმე მაინც ვერ მივიდა.

“არავინ წინააღმდეგი არ წასულა, მაგრამ მაინც არ შედგა, ალბათ, ორივეში გაიღვიძა ფობიამ, რომ ერთი კულტურა საბოლოოდ მეორეს ვერ გაუგებდა… დღემდე გვაქვს ურთიერთობა სოციალური ქსელებით. ლამაზი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში…”

2008 წლის აგვისტოში, ომის დღეებში, მელიების ოჯახში ზარი გაისმა _ ლონდონიდან გაზელმა დარეკა და ნიკა მოიკითხა…

ამ სიყვარულამდე კი ნიკას ცხოვრებაში ყოფილა პირველი სიყვარული, რომელსაც პირდაპირი გაგებით დაუმუნჯებია ნიკა _ “15 წლისას მეზობლის გოგო მიყვარდა. დანახვისას ხმას ვერ ვიღებდი”.

სტატიის დეტალურად სანახავად გადადით ლინკზე

იტვირთბა....