ავღანეთში 8 მოქალაქე მოკლეს 10 კი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქ კანდაჰარის აეროპორტში მოხდა. CNN-ის ინფორმაციით, სამმა შეიარაღებულმა ადამიანმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.
ფაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა აიღო.
ქალაქი კანდაჰარი სიდიდით მეორე ქალაქია ავღანეთში, დაახლოებით 400 კმ დაშორებული ქაბულიდან.