ახალი ამბები მთავარი ციტატა

“რომ გავგიჟებულიყავით და მელიას პოლიტიკური დევნა მოგვენდომებინა, ვერ შევძლებდით” – მდინარაძე

“ჩვენ, რომ გავგიჟებულიყავით და ნიკა მელიას პოლიტიკური დევნა მოგვენდომებინა, ვერ შევძლებდით ამას, გირაოს გამოყენებაზე უარი რომ არ ეთქვა.”

მამუკა მდინარაძე – “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი.

შეგახსენებთ, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

იტვირთბა....