ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ის დააკავეს”- რა კურიოზი შეემთხვა მელიას დაკავებისას

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროში მოინახულა. ლომჯარია აცხადებს, რომ ნიკა მელია თავს კარგად გრძნობს და ოპტიმისტურ განწყობაზეა.

“ფორმულას” ეთერში სახალხო დამცველმა თქვა, რომ მელიამ მასტან შეხვედრისას კურიოზიც კი გაიხსენა, რომელიც მიის დაკავების შემდეგ მოხდა.

“ერთი შემთხვევა გაიხსენა ნიკამ, როდესაც ის დააკავეს, როგორც მან მითხრა, სავარაუდოდ, ის ადამიანები, რომლებმაც დააკავეს არ იყვნენ ადგილობრივები და ძალიან გაუჭირდათ გაგნება. ხუმრობდნენ იმაზეც, რომ არ იცოდნენ. სავარაუდოდ იყვნენ სხვა ქალაქებიდან ჩამოყვანილი, იმიტომ, რომ ცოტა კურიოზულ შემთხვევებს ქონდა ადგილიო ყვებოდა ნიკა ამ საუბარში. ვერ აგნებდნენ პოლიციის განყოფილებას”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, გამთენიისას, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს.

იტვირთბა....