aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს”- სააკაშვილი მმართველ გუნდს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას კიდევ ერთხელ  ეხმიანება.

როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვისას აცხადებს, ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები ჩასხდებიან ციხეში.

“მინდა მივესალმო იმ ხალხს, ვინც დღეს შეიკრიბა თბილისში კანცელარიასთან.

მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია – ამაში ვარ დარწმუნებული გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა და ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით!
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხდით.

ბევრად უფრო მწარედ დამარცხდით კიდევ, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში!
ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ახლა არის მთავარი მობილიზაცია მთელს საქართველოში, ფრონტის გაშლა, შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა!

ივანიშვილს უკვე პრაქტიკულად არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუ ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე!”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

იტვირთბა....