“ტერორიზმია, როცა მთელი მსოფლიო აცრას იტარებს და თქვენ ვაქცინა არ შემოგაქვთ, რომ ხალხი მოკვდეს. ტერორიზმია, როცა საათებს აგროვებ და სოციალურებს ხალხს უხსნი. ტერორიზმია, როცა გავრილოვი შემოგყავთ, გვაფურთხებ, თვალებს თხრი და აწინაურებ მათ, ვინც შემოიყვანა კომუნისტი გავრილოვი.”
თაკო ჩარკვიანი – “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიცია დღეს მთვარობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავს.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დილით დააკავა. დაკავების სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.