„ახლა რაც ხდება და ის, რომ გერმანიას სურს კომბოსტოს ამკრეფავებად წაიყვანოს 100 ათასამდე ქართველი და სამუდამოდ დაიტოვოს იქ პრაქტიკულად, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, იგივე მოწვევა შესაძლოა, სხვა ქვეყნებმაც გააკეთონ, ივანიშვილი სიამოვნებით უყიდის მათ უფასო ბილეთებს ერთი მიმართულებით.”
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ენმ-ის ოფისში სპეცდანიშნულების რაზმის შესვლასა და პარტიის ლიდერის დაკავებას ეხმიანება.
მიისვე თქმით, ივანიშვილის კონტროლირებადი აეროპორტებიდან ბევრად უფრო სწრაფად ხდება ყველაფერი იგივე. მალე საქართველოსგან თითქმის აღარაფერი დარჩება.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს, მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც.