ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

“საქმე გვაქვს სრულიად თავზეხელაღებულ ბოროტ ძალასთან და მასთან კომპრომისები არის შეუძლებელი”- სააკაშვილი მელიას დაკავებას ეხმიანება

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ენმ-ის ოფისში სპეცდანიშნულების რაზმის შესვლასა და პარტიის ლიდერის დაკავებას ეხმიანება.

როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს, “საქმე გვაქვს სრულიად თავზეხელაღებულ ბოროტ ძალასთან და მასთან კომპრომისები არის შეუძლებელი.”

“საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულებში არასდროს მომხარა, ის რომ ასეთი სახით, სრულიად მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზციის ლიდერი. აქ საუბარი იმაზე კი არაა, ვინმეს მოსწონს თუარა ნიკ ა მელია, სააკაშვილი… ეს არის ის ძალა, რომელმაც შეძლო საქართველოში წარმატებული გამოცდილების შექმნა და ამას ებრძვის ივანიშვილი.

ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასაოწარკვეთის და უბედურების სირატაკის ამ მძიმე ხვედრისგან. ისინი ამას გააგრძელებენ რადგან მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ჩვენც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებამდე.

საქმე გვაქვს სრულიად თავზეხელაღებულ ბოროტ ძალასთან და მასთან კომპრომისები არის შეუძლებელი. ჩვენ უნდა აუცილებლად გამარჯვებამდე მივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა და ეს ასეც იქნება, ეს იქნება მძიმე ბრძოლა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. დაკავებისსპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაციის დროს 21 პირი დააკავეს, მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც.

იტვირთბა....