ორმა ახალგაზრდა ავსტრიელმა მდინარეში 100 000 ევრო იპოვა. ვენის პოლიციის განცხადებით, დილით, მოქალაქეებმა ორი ბიჭი დაინახეს, რომლებიც მდინარიდან ფულს იღებდნენ.
CNN-ის ინფორმაციით, პოლიცია ფაქტს კრიმინალს უკავშირებს, აბა ვის მოუვიდოდა თავში მდინარეში 100 000 ევრო გადაეგდო.
მდინარე დანუბე, სადაც ფული იპოვეს, 10 ქვეყანაში მოედინება. რაც შეეხება 20 წლის და 22 წლის ახალგაზრდებს, მათ პოლიციამ ნაპოვნი ფულის მხოლოდ 5% მისცა.