ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”,
დანამდვილებით ვიცით, რომ სუსმა პარტიის ოფისში შემოუშვა აგენტურა. ნაწილი საუბრობს სახელმწიფო გადატრიალებაზე, ძალადობაზე, სისხვლიღვრაზე. ხოლო მეორე ნაწილი აკეთებს ამის აუდიო-ვიდეო გადაღებას და შემდგომში გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ და შტურმის გასამართლებლად. აგენტებს ტექნიკა ტანზე აქვთ. მატი გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინეთ ვიდეოგადაღება მათი ტექნიკური აღჭურვილობის და ასევე გადაიღეთ მათი დაკითხვა. სასწრაფოდ მიმართეთ შესაბამის ზომებს მათი გამოვლენის და ნეიტრალიზაციის მიზნით”, – წერს ნიკა გვარამია.