“ამბავი კი ასეთია: შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I და III ბატალიონები, რომლებიც თბილისში არიან დისლოცირებული, ყაზარმულზე ჰყავთ ეს დღეები, სახლში არ უშვებენ და ჩვეულებრივ რეჟიმში არ აბრუნებენ სპეცრაზმელებს, რომ უცებ ყაზარმულზე გადაყვანით ენმ ოფისის შტურმის დღე არ გაშიფრონ. ყველა გაფრთხილებულია, რომ 15 წუთით ადრე მოვა ბრძანება და მზად უნდა იყვნენ.”
ნიკა გვარამია – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი.
სოციალურ ქსელი.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პარტიის ლიდერს პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ საკითხზე არსებული დაპირისპირების გამო თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ ნიკა მელიას დასაპატიმრებლად საჭირო ღონისძიებები დროებით შეაჩერა.