გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ძველი შტამი უკან იხევს და ნელ-ნელა ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. მისივე თქმით, ეს მოვლენა მეცნიერულად აუხსნელია. როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, მიუხედავად ინფიცირებულთა კლებისა, თუ ქვეყანაში ვირუსის ახალი, ბრიტანული შტამი შემოვა საქართველოს ჯანდაცვა ვერ გაუძლებს.
„მოკლედ, ეს ძველი ვირუსი მიდის ქვევით და მართლა ხალხო, ვინც ტაძარში დადიხართ, არავინ არ იცის რა ხდება, დავანთოთ სანთლები და გავუშვათ ლოცვები თუ არსებობს რამე, იმიტომ, რომ მეცნიერებაში არ ჯდება, მაგრამ ვირუსი მიდის ქვევით, ძველ ვირუსზე მაქვს საუბარი, საქართველოში ძირითადად ძველი ვირუსია გავრცელებული. მაგრამ ახალი ვირუსი ძალიან ცუდია. ეს არის ძირითადად ბრიტანული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბრიტანული შტამი არ შემოვიდეს ქვეყანაში.
კარანტინი უნდა იყოს გამკაცრებული. 14 დღიანი კარანტინი, ვინც ჩამოდის საზღვარგარეთიდან, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან. თუ ეს ვირუსი შემოვიდა, მას ევროპა ვერ უმკლავდება და საქართველო გაუმკლავდება?! არ გვინდა ეს ზღაპრები, რომ მაგარი ჯანდაცვა გვაქვს, ეს ზღაპრები ბავშვებს მოვუყვეთ ძილის წინ, ჩვენი ჯანდაცვა გადაიტვირთა”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.