ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა”- გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა, რადგან სახელმწიფოს გეგმა არაადეკვატური იყო.

როგორც ფხაკაძე ამბობს, ვაქცინაციის გეგმა, რაც მტავრობამ შეიმუშავა, საქართველოს რეალობას არ ასახავს.

“ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა, ჩავარდა იმიტომ,  რომ პრაქტიკულად არაადეკვატური იყო გეგმა.

“ლამაზად დაწერილი გეგმა არის, მაგრამ ის გეგმა არ ასახავს საქართველოს რეალობას, ის არ ასახავს მაგალითად იმას, რომ ზოგიერთ რაიონში ყველაზე ახალგაზრდა ექთანი არის 65 წლის, ელექტრონული მართვა საავადმყოფოებში არ არის დალაგებული და ა.შ. ეს არის ძალიან კარგი გეგმა, დაწერილი ვაკეში თუ საბურთალოზე, კაბინეტებში, იმ ხალხის მიერ, რომლებსაც არ უნახავთ, რა ხდება საქართველოს საავადმყოფოებში, ან ნახეს ალბათ 30 წლის უკან. ვაკის,  საბურთალოს და დიღომის გარდა კიდევ არის სხვა საქართველო, რომელიც ასახავს სხვა რეალობას. როცა რაღაცის დაგეგმარებას აკეთებ და რაღაც გეგმას წერ, წადი და ნახე ხალხი როგორ არის…“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი-ორი კვირით გადაიწია.

თებერვლის ბოლოს ქვეყანა “ფაიზერის” ვაქცინის 30 ათასამდე დოზას ელოდებოდა.

იტვირთბა....