ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ბრუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების მომზადება დაეწყოთ.

“მე ვემხრობი, რომ მომზადდეს დამატებითი სანქციები რუსეთისთვის, სადაც კონკრეტული პიროვნებები იქნებიან შეყვანილი.”

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიუსაჯეს და სასჯელის მოხდა მას კოლონიაში მოუწევს.

ევრკავშირის წევრი სხვა ქვეყნების პრემიერ მინისტრებმაც მსგავსი განცხადებები გააკეთეს.

“ჩვენ არ შეგვიძლია თვალები დავხუჭოთ ადამიანთა უფლებების დარღვევაზე რუსეთში.” – განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ისინი ასევე ვიდეო ზარით ესაუბრნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ანტონი ბლინკენს ამის შესახებ.

ევროკავშირის დიპლომატები იმედოვნებენ, რომ მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვისა, რუსეთთან გაგრძელდება კონსტრუქციული დიალოგი სიტუაციის ნორმალიზებისთვის.

 

 

იტვირთბა....