მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში მომღერალ ზურა დოიჯაშვილის გარცავლამებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
ხაჩიძე პოსტში მის მეგობარს ემშვიდობება და ერთად გატარებული წლებისტვის მადლობას უხდის.
“მეტრონომი” ზურა ხაჩიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„დღეს თბილისში დაეშვება თვითმფრინავი თელავივიდან და გული მაქვს გაგლეჯილი, როგორ უნდა დავხვდე ჩემო ზურა შენს გაციებულ სხეულს, მაგრამ უკვდავ სულს.
მეგონა ვიცოდი, მაგრამ შენ მასწავლე რა არის ნამდვილი ძმაკაცობა, შენ მასწავლე რა არის მოყვასის სიყვარული, შენ მასწავლე როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ უნდა აფასებდე შენს ქალაქს და რა არის გერქვას თბილისელი, როგორ უნდა მიუძღვნა შენი თავის სხვას, როცა მას სჭირდები, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ოჯახი და კიდევ ბევრი, სხვა ბევრი რამე.
მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ შენგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ჩემო დოიჯ…
ბედნიერი ვარ ყველა წუთისთვის, ყველა წამისთვის, რომელიც შენთან გავატარე, მადლობა ძმაო ყველაფრისთვის. მთელი ცხოვრება ცოცხალი იქნები ჩემს გულში, ხშირად მოვალ, როცა გამიჭირდება შენს საფლავთან და ხშირად ვილაპარაკებთ ყველაფერზე.
მაპატიე, რომ უკანასკნელი თხოვნა ვერ აგისრულე, რა მიზეზით არ აქვს მნიშვნელობა…
შენ ამ ქვეყანაში ბევრი სიკეთე დატოვე და ბევრი იბრძოლე სხვადასხვა ეტაპზე ამ ქვეყნისთვის. გულუხვად გაეცი სიკეთე ადამიანებში და კიდევ დიდი ხანი არ დაავიწყდება ამ ქვეყანას შენი უანგარო თანადგომა. მიყვარხარ ზურა ძმაო!“, – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის საავადმყოფოში, 14 თებერვალს გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.